პირველი ბრაზილიური სერიალი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაყურებელმა იხილა „მონა იზაურაა.“ სერიალს ყველა ასაკის ადამიანი უყურებდა და გულშემატკივრობდა.
იზაურა – ლუსენია სანტუსის პირველი როლი იყო კინოში. გადაღებების დროს ის 19 წლის იყო, ახლა კი 58-ის არის. კინოეკრანებზე სერიალის გამოჩენის შემდეჰ სანტუსი ბევრ ფილმში გადაიღეს, ამასთან, იგი ორი დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და სცენარისტია. ლუსენია წარმატებული ბუდისტი ქალია.
ლეონსიოს როლის შემსრულებელი რუბენსუ დი ფალკო 2008 წელს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში და ის სრულებით აღარ ჰგავდა ადამიანს, რომელსაც ბოროტი პრესონაჟის განსახიერება შეეძლო. სერიალის გამოსვლის შემდეგ რუბენსუმ კიდევ 6 ფილმსა და რამდენიმე სერიალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის „იზაურას“ რიმეიქში, სადაც ლეონსიოს მამის როლს შეასრულა.
რობერტო პირილიოს გმირი, ტობიასი, იზაურას პირველი სიყვარული იყო. პერსონაჟის გარდაცვალება ქალი მაყურებლებისთვის დიდი დანაკარგი იყო. მსახიობისთვის კი მთავარი როლები აღარ შეუთავაზებიათ, პარილიო თამაშობდა შეუმჩნეველ როლებს ფილმებში.
ბოროტი მონის – როზას როლს, რომელსაც ძალიან შურდა იზაურასი, ლეა გარსია ასრულებდა. ახლა მსახიობი 82 წლის არის, სერიალის გადაღების დროს ის უკვე ცნობილი იყო საკუთარ სამშობლოში. პირველად მან ფილმში 1959 წელს ითამაშა, ფილმში „შავი ორფეოსი“, აღნიშნულმმა ფილმმა ქვეყანას „ოსკარი“, „ოქროს პალმის რტო“ და „ოქროს გლობუსი“ მოუტანა.
ნორმა ბლუმი – მალვინა. სერიალში იგი ტობიასთან ერთად გარდაიცვალა. ნორმა 76 წლისაა და ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სერიალში. „მონა იზაურას“ რიმეიქში მონაწილეობა მანაც მიიღო.
და რა თქმა უნდა, გვერდს არ ავუვლით ყველასთვის საყვარელ ჟანუმარიოს, კოლორიტულ და კეთილ პერსონაჟს, რომლის როლიც ზენი პერეირამ შეასრულა. ზენიმ საკუთარი კარიერა ასევე ფილმ „შავი ორფეოსით“ დაიწყო. იგი 2002 წელს გარდაიცვალა, 77 წლის ასაკში.