LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონა ლიზას “მოტაცება”

220

პარიზის ცენტრში, ლუვრში, სქელი დაჯავშნილი მინის მიღმა, ინახება ქალის მომცრო პორტრეტი. დღეისათვის მისი გატაცება უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ერთხელ მაინც მოახერხეს.

გადავინაცვლოთ ერთი საუკუნის წინ. 1911 წლის 21 აგვისტო. ორშაბათი დღეა, ლუვრი დაკეტილია და მნახველებს არ იღებს. დაახლოებით დილის 8-ის ნახევარია. მამაკაცი თეთრი სამუშაო ხალათით გამოდის მცირე შენობიდან, უფრო კარადიდან, სადაც ჯერ კიდევ კვირა დღეს დაიმალა. მუზეუმში ჩვეულებრივ დამთვალიერებლად შევიდა. მამაკაცი შედის დიდ კვადრატულ დარბაზში. კედლებზე მხოლოდ შედევრებია – რაფაელის, ტიციანის, ვარენეზეს ნამუშევრები. მამაკაცი მიდის მომცრო ზომის ქალის პორტრეტთან, ხსნის დამცავ შუშას, იღებს სურათს ჩარჩოდან, ახვევს თეთრ ნაჭერში და ერთ-ერთი გასასვლელისკენ მიემართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები