ცესკოში “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას ეხმიანებიან, რომლის თანახმად, არარსებულ ადგილზე ამომრჩევლები არიან რეგისტრირებულნი.
საარჩევნო ადმინისტრაციის სპიკერი, ანა მიქელაძე, აცხადებს, რომ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, ცესკოს გადამოწმებული ჯერ არა აქვს, თუმცა, მსგავს განცხადებებს ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ პასუხი უკვე არა ერთხელ გასცა.
“მონაცემები, რომელიც ამომრჩეველთა სიაშია, გადამოწმებულია. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეები იმყოფებიან კონკრეტული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ამორმჩეველთა სიაში არ არსებობს გაორებები. თითოეული მოქალაქე პირადობის მოწმობის მიხედვით მხოლოდ ერთხელ არის რეგისტრირებული სიაში. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ დრომდე არც ერთი საჩივარი, რაც ამომრჩეველთა სიაში მსგავს პრობლემებს უკავშირდება, არ ყოფილა ცესკოში წარმოდგენილი,” – განაცხადა ანა მიქელაძემ.