ქალბატონთა რბოლა 8 სექტემბერს, მონაკოში გაიმართება და ისევე როგორც წინა წლებში მას ამჯერადაც საქველმოქმედო სახე ექნება. შეჯიბრის ორგანიზატორი საერთაშორისო ორგანიზაცია Child Care Monaco-ა.
შოუს მისია საზოგადოების ყურადღების ინდოეთისკენ მიპყრობა იქნება. საქმე ისაა, რომ ინდოელი გოგონები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან, ისინი კარგ განათლებას და ადამიანურ მზრუნველობას საჭიროებენ.
ყოველწლიური რალი მონაკოს ყველაზე ლამაზ საავტომობილო შოუდ ითვლება. მონაწილეები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან გროვდებიან და ვინტაჟური ავტომობილებიც იქიდან ჩამოყავთ. წლევანდელი შეჯიბრის დრეს-კოდი რეტრო სიფერადე იქნება.
მონაწილეებს საკმაოდ მხიარულ მარშრუტს შესთავაზებენ. სტარტი 08:30 საათზე იქნება და ყველაფერი 19:00 საათზე კაზინო მონტე-კარლოსთან დასრულდება.
გამარჯვებულებს უგემრიელესი კოქტეილებით გაუმასპინძლდებიან.