25 სექტემბერს მონაკო „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ფესტივალში (European Heritage Days) მიიღებს მონაწილეობას. რიგით 27-ე ღონისძიების თემა წლების განმავლობაში შენარჩუნებული მემკვიდრეობა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Monaco life ავრცელებს.
ფესტივალის ფარგლებში სამეფო სხვადასხვა ტურისტულ ინიციატივებს უმასპინძლებს და აქცენტი ეკოლოგიაზე გაკეთდება.
მაგალითად, მსურველები შეძლებენ ისარგებლონ უფასო აპლიკაციით, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებს შორის ფეხით სასიარულო მარშრუტს შეადგენს, ანდაც ისარგებლონ ალტერნატიული ტრანსპორტით. „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ განმავლობაში ავტობუსები უფასოდ იმუშავებენ. გარდა ამისა, მრავალრიცხოვანი მუზეუმები, ბაღები თუ სასახლეები სტუმრებისთვის სპეციალურ ექსკურსიებს გამართავენ. ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილის მონახულება სრულიად უფასო იქნება.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის მემკვიდრეობის დღეებს“ 50-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.