LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოს თავადები ევროპას გაუთამამდნენ: ნაბიჯი მთავარ სუფრამდე

41

საფრანგეთის პატარა საგრაფო ევროპის საუკეთესო ოთხ გუნდშია. ტურნირის დაწყების წინ ამას ნაკლებად თუ ვინმე ივარაუდებდა, თუმცა მონაკოელი ბიჭების შემხედვარე ახლა ამის არავის უკვირს. „მონაკო“ არ არის გრანდი და დიდ ტიტულებს ნაჩვევი, თუმცა ის ნაღდად შეუძლია, რომ ფინალამდე მივიდეს. აი ეს კი მისთვის უცხო ხილი არ არის და ლიგის ფინალში ერთხელ უკვე იყო (2004 წელს ფინალი მოურინიოს „პორტოსთან წააგო). რაც მთავარია, ღონიერ ფრანგულ გუნდს ამის რესურსი და ძალა შესწევს.

„მონაკომ“ გერმანულ გუნდს საქმე თავიდანვე მოუთავა და ორი სწრაფი გოლის შემდეგ ყველაფერი გარკვეული იყო. ფიზიკურად კარგად მომზადებული „თავადები“ შეტევაშიც ყოჩაღობენ და მერვედფინალში „სიტის“ და ახლა „ბორუსიას“ 6-6 გოლი გაუტანეს.

 

“მონაკო” პირველი გუნდია, რომელმაც ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 4 მატჩში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა თითო შეხვედრაში.

კილიან მბაპე პირველია, ვინც პლეი-ოფების (მერვედფინალი, მეოთხედფინალი) ოთხივე მატჩში შეძლო გოლის გატანა.


“მონაკო” – “დორტმუნდი” 3:1 (2:0)

მონაკო, “ლუი II”, 17 135 მაყურებელი

“მონაკო”: შუბაშიჩი; ტურე, გლიკი, ჟემერსონი, მენდი; ბერნარდო სილვა (რაჯი 90), მოუტინიო, ბაკაიოკო, ლემარი; მბაპე (ჟერმენი 81), ფალკაო (დირარი 67)

“დორტმუნდი”: ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, გუერეირო (პულიშიჩი 72); ვეიგლი; დურმი (დემბელე 27), კაგავა, შაჰინი (შმელცერი 46), როისი; ობამეიანგი

გოლები: 1:0 მბაპე (3), 2:0 ფალკაო (17), 2:1 როისი (48), 3:1 ჟერმენი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 12 (7) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები