LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მონასტრის წინამძღვარმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული“ – ანდრეა ჯაღმაიძე შიო მღვიმის მონასტერთან კლდის ჩამოშლაზე

246
ფორტუნა - 2023-08-27T165610.465

ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ის ესაუბრა მონასტრის წინამძღვარს, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, ვინაიდან კლდე გამოფიტულია.

„ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. მონასტრის წინამძღვარმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული, წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”,- აღნიშნავს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, მოქალაქეების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ვიდეო: შიომღვიმის მონასტერთან მთის ნაწილი ჩამოიშალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები