ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას Twitter-ზე ეხმიანება. ჰარცელი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
„მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) October 10, 2021