LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩი Dolce & Gabbana-ს ჩვენების ფარგლებში პოდიუმზე გავიდა (ფოტო)

100

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი სექს-სიმბოლო, მონიკა ბელუჩი, 53 წლის ასაკშიც კი საოცნებო ქალად რჩება. სწორედ ამის გამო, ის შანსს არ უშვებს, რომ ცნობილი ბრენდების ჩვენებაში მონაწილეობა მიიღოს. ამჯერად, ეს პატივი წილად Dolce & Gabbana-ს ხვდა.

ცნობილი ბრენდის ჩვენებაში ბელუჩი უკანასკნელად 1992 წელს მონაწილეობდა. „ერთი სატელეფონო ზარი საკმარისი აღმოჩნდა მის დასათანხმებლად“, – განაცხადა სტეფანო გაბანამ ჩვენების შემდეგ.

ბელუჩისთან ერთად პოდიუმზე ნაომი კემპბელიც გამოვიდა, რომლისთვისაც ეს საქმე საკმაოდ კარგად არის ნაცნობი. ორივე ლამაზმანი მკაცრი ჩაცმულობებით გამოჩნდა და ბრენდის იდეას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მათ გამოჩენას დარბაზი განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა.

https://www.instagram.com/p/BkFeq9WniqP/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები