მადრიდში ჟურნალ Elle -ის ყოველწლიური წვეულება გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი ესწრებოდა. ყველაზე დიდი ყურადღება წითელ ხალიჩაზე 54 წლის მონიკა ბელუჩისა და მისი 36 წლის რჩეულის, ნიკოლა ლეფევრის გამოჩენამ გამოიწვია.
გამოსვლისთვის მონიკა ბელუჩიმ არჩევანი ულამაზეს კაბაზე გააკეთა, რომელიც ყვავილებიანი პრინტით იყო გაფორმებული, კაბა „დოლჩე და გაბანას“ ეკუთვნის და ის 3330 დოლარი ღირს.




