“Harpers Bazaar” – პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე, კონკრეტულად კი მისი ყაზახური გამოცემის ყდაზე მონიკა ბელუჩი ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის სამოსით პოზირებს.
ჟურნალის გარეკანი, ისევე, როგორც პოპულარულ იტალიელ კინოვარსკლავთან გადაღებული ფოტო, ქეთიმ საკუთარი “ინსტაგრამის” გვერდზე ატვირთა.
ქეთი ჩხიკვაძე ამჟამად საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში ცხოვრობს და საკუთარ კარიერას იქ იწყობს.