რამდენიმე დღის წინ, მონიკა ბელუჩიმ „ინსტაგრამზე“ მოდის სახლ Cartier-ის ღონისძიებიდან რამდენიმე ფოტო განათავსა, თუმცა მსახიობის თაყვანისმცემლებლი შოკირებულები დარჩნენ მისი მოუვლელი თმით.
ღონისძიებაზე ბელუჩის შავი კაბა ეცვა, რომლზეც ყავისფერი პიჯაკი ჰქონდა მოცმული, ხოლო ყელზე დიდი ზომის ოქროს ყელსაბამი ეკეთა. გამომწერთა დიდ ნაწილს მისი ვიზუალი არ მოეწონა და ის მოსაწყენად მიიჩნია. ყველაზე დიდი გულისწყრომა კი იტალიელი სექს-სიმბოლოს თმამ გამოიწვია. ისინი თვლიან, რომ ამ რანგის ვარსკვლავმა ვარცხნილობა უნდა ატაროს და თმა ასე მოუვლელად არ უნდა ჰქონდეს.
თაყვანისმცემლების ნაწილმა კი ჩათვალა, რომ ერთ დროს სექსუალური და მსოფლიოს ულამაზესი ვარსკვლავისგან ჩვეულებრივი დიასახლისი დარჩა, რომელიც გემოვნებიან კაბასაც კი ვერ არჩევს.
A post shared by Monica Bellucci (@monicabellucciofficiel) on