რომში, ბარბერინში ამერიკული კინემატოგრაფიის ღონისძიება შედგა. მისი საპატიო სტუმარი კი 55 წლის მონიკა ბელუჩი იყო, რომელიც თავისი საყვარელი ლუქით „total black“ წარსდგა საზოგადოების წინაშე. ვარსკვლავს გამჭვირვალე კორსეტი და ფართო შარვალი ეცვა.
შეგახსენებთ, მსახიობმა სულ ცოტა ხნის წინ თავისი 55-ე დაბადების დღე აღნიშნა, სოც. ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„დიდი მადლობა ყველას კარგი სურვილებისთვის, წარმატებულ კვირას გისურვებთ“
დაბადების დღემდე ბელუჩიმ ძალაიან საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ვარსკვლავმა ასაკის მატებისა პლასტიკური ქირურგიის შესახებ ისაუბრა.
„ასაკი ახალ შესაძლებლობებს გაძლევს, ნაოჭები, ჩაშავებული თვალის უპეები, ყოველივე ეს ეკრანზე ახალი ამპლუის მორგების საშუალებას გაძლევს, თითოეულ მათგანს კი თავისი მიზეზი და ისტორია აქვს“ – განაცხადა მსახიობმა და დაამატა, რომ მომავალში პლასტიკური ქირურგიის ჩარევას არ გამორიცხავს.