პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამრთულ „შანელის“ ჩვენებას იტალიური კინოს ვარსკვლავი მონიკა ბელუჩიც დაესწრო. საინტერესოა, რომ 54 წლის მსახიობმა პირველად გამოაჩინა ახალი ბოფრენდი, ნიკოლას ლეფევრი, რომლის შესახებაც აქამდე მხოლოდ ინტერვიუებში საუბრობდა.
54 წლის ბელუჩი ბრწყინავდა ნაცრისფერ კუბოკრულ პალტოში. მასზე 18 წლით უმცროსი ლეფევრი კი პიჯაკში იყო გამოწყობილი.
ცნობილია, რომ წყვილმა ერთმანეთი გასულ წელს გაიცნო და შეხვედრებიც მალე დაიწყო.