LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩის 5 ნაკლებად ცნობილი ფილმი

1124

30 სექტემბერს მონიკა ბელუჩი 53 წლის გახდა. იტალიელი ვარსკვლავი, რომელიც ასაკის მიუხედავად შესაშურ ფორმაშია, ყოველთვის აცხადებს, რომ წლების მატებასთან ერთად თავს უფრო ქალურად და ბედნიერად გრძნობს და რომ არ აპირებს ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან ბუნებრიობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ ხუთ ნაკლებად ცნობილ ფილმს ბელუჩის შემოქმედებიდან:

 

დობერმანი

ვინსენ კასელისა და მონიკა ბელუჩის დუეტი ეკრანზე, სადაც კასელი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერს, ხოლო ბელუჩი მისი მეგობრისა და საყვარლის როლს ასრულებს, რომელიც საყვარელ მამაკაცს ყველაზე კრიმინალურ საქმეშიც კი ხელს სიხარულით უწყობს.

 

მეორე სუნთქვა

ცნობილი დამნაშავე, რომელიც ციხიდან გარბის, გადაწყვეტს, თავის რჩეულთან ერთად ქვეყანა დატოვოს და ამისთვის მორიდ დანაშაულსაც სჩადის.

 

შეშლილი სისხლი

ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და ორი ცნობილი იტალიელი მსახიობის სიყვარულს მოგვითხრობს. ქალი (ბელუჩი) – იშვიათი ლამაზმანია, რომლის გულის მოგებასაც ასობით მამაკაცი ცდილობს, კაცი ( ლუკა ჯინგარეტი) – ექსცენტრიული და მდიდარი მსახიობია, რომელსაც ყურადღება და ნარკოტიკი უყვარს. მათი სიყვარული უცნაურია: ხან გიჟდებიან და ხანაც სძულთ ერთმანეთი.

 

არ მოიხედო

ჟანა- წარმატებული მწერალი და ორი შვილის დედაა. ის ბედნიერია და სულმოუთქმელად ელოდება, როდის გამოვა მისი ახალი წიგნი, თუმცა საკუთარი წარსულის შესახებ ის მოულოდნლეს სიმართლეს იგებს და ყველაფერი იცვლება.

 

სიყვარული: მიღების ინსტრუქცია

ფილმი სამი ნოველისგან შედგება: „ახალგაზრდობა“, „სიმწიფე“ და „გამოცოცხლება“. სამივე განსხვავებულ ისტორიას გადმოგვცემს, რომლებიც ბოლოს საერთო სიუჟეტად იკვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები