LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩის ვნებიანი კოცნა – კანის კინოფესტივალი სკანდალით დაიწყო (ფოტო/ვიდეო)

725

გუშინ, კანში სტარტი რიგით 70-ე კინოფესტივალმა აიღო. ფესტივალების სასახლეში გაშლილ წითელ ხალიჩაზე მსოფლიო ვარსკვლავები გამოჩნდნენ. ცერემონიის მასპინძლის როლი იტალიელმა ლამაზმანმა, მონიკა ბელუჩიმ ითავა, რომელიც საღამოზე Dior-ის შავ, მხრებმოშიშვლებულ კაბაში გამოცხადდა. სექსსიმბოლომ დამსწრე საზოგადოებას ეფექტური სიურპრიზი მოუმზადა და პირდაპირ სცენაზე, ფრანგ კომიკოსს, ალექს ლუტსს ვნებიანად აკოცა.

არანაკლები ყურადღების ცენტრში მოექცა მოდელი ბელა ჰადიდიც, რომელმაც გადაწყვიტა, რომ წლევანდელ ფესტივალზეც ნახევარდ შიშველი კაბით გამოცხადებულიყო. (ფოტოები)

წლევანდელი ღონისძიების ჟიურის თავმჯდომარე პედრო ალმოდოვარი იქნება, მასთან ერთად კი ფილმებს უილ სმიტი, ჯესიკა ჩესტეინი, პაოლო სორენტინო და სხვა ვარსკვლავები შეაფასებენ.

კანის 70-ე კინოფესტივალის გახსნაზე ესპანელმა ქორეოგრაფმა, ბლანკა ლიმ წითელ კაბაში შთამბეჭდავი ნომერი შეასრულა. (ფოტოები)

წლევანდელ კინოფესტივალზე დაახლოებით 20 ფილმის ჩვენება მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g