LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონობა ისაა როცა პარტნიორს კითხვასაც ვერ უსვამ, აბა მითხარით თქვენს იმედზე ხალხი როგორ უნდა იყოს და რომელ ბრძოლაში გამოგყვნენ? – დიმიტრი ხუნდაძე

123
დიმიტრი-ხუნდაძე

პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით დესტრუქციული ოპოზიციისთვის ხალხის ძალა კარგად ნაცნობია და სწორედ ამიტომ ააფორიაქა ისინი მათმა გადაწყვეტილებამ, დააფუძნონ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა”

“სწორედ ეს ძალა იქნება მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი საქართველოში. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხის როლი გაძლიერდეს. ოპონენტებს კი ვეტყოდი – მონობა სწორედ ისაა, როცა საკუთარ პარტნიორს კითხვასაც ვერ უსვამ, როცა ის შენს ქვეყანასა და საზოგადოებას ასე სჭირდება.” – აცხადებს ხუნდაძე.

ხუნდაძის თქმით, როცა საჭიროა, კითხვების დასმაც უნდა გავბედოთ და პოზიციის დაფიქსირებაც.

„როდესაც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ლეგიტიმური კითხვები ისმება და პასუხები არ ჩანს, ესე იგი, რაღაც ხდება. როცა საჭიროა, კითხვების დასმაც უნდა გავბედოთ და პოზიციის დაფიქსირებაც. ამას არავის კარნახი არ სჭირდება. კითხვების თავდასხმად მონათვლაც, მისგან თავის არიდების იარაღია. კითხვა მაშინ შეიცავს საფრთხეს, როდესაც მასზე პასუხი დასამალი ხდება.

ის რომ „დიდს ” “პატარამ” ვერ უნდა ჰკადროს, ანუ „უფროს ძმაზე” დამოკიდებულების შედეგი, ხომ უკვე ვიცით. ვიცით ომისა და მშვიდობის ფასიც. ვიცით პარტნიორული ურთიერთობის წესებიც და ისიც ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება უპირატესია ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში.

ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც ღირსების სანაცვლოდ ყველაფერს მიიღებს. სწორედ დასავლური სტანდარტია საჯარო პოლიტიკა, სადაც ხალხს შეუცვლელი როლი ეკუთვნის. ხალხის ძალა კი ყველასათვის ანგარიშგასაწევი უნდა გახდეს. აბა მითხარით, თქვენს იმედზე ხალხი როგორ უნდა იყოს და რომელ ბრძოლაში უნდა გამოგყვნენ” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g