LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონსტრ-ტრეკმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

114
monstrtrack

ამერიკაში ე.წ. მონსტრ-მობილების რბოლა გაიმართა და ახალი რეკორდიც დაფიქსირდა. ცნობილმა მრბოლელმა კოლტონ აიკლბერგერმა 1500 ძალის მოსტრ-ქარით 44 მეტრი იფრინა და 7 კონკურენტს გადაახტა.

რეკორდი ორლანდოს ტრასაზე დაფიქსირდა. კოლტონმა შეძლო და 11 წლის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. მაშინ ტომ მინსოტმა 6 მონსტრ-ქარს გადაუფრინა და გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილიც დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ტომს სხვა რეკორდიც ეკუთვნის, მან რამდენიმე წლის წინ თავისი „მონსტრით“ ორმაგი უკანა სალტო გააკეთა, მანამდე კი წინა სალტოც არაერთხელ ქონდა შესრულებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები