ყვავილების ონლაინ მაღაზია MonTa&Go მსურველებს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სიახლეს სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება თაიგულების გარდა შეიძინოს ერთი ვარდი ბრენდირებული ლენტით.
კომპანია MonTa&Go-ს სამი დამფუძნებელი ყავს: მონიკა ქობულაძე, ტატო ხოკერაშვილი და გოგა აფრიდონიძე.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას MonTa&Go-ს ერთ-ერთმა დამფუძვნებელმა მონიკა ქობულაძემ განაცხადა, ყველაზე მოთხოვნადი წითელი, ღია იასამნისფერი და თეთრი ვარდებია.
მისივე ინფორმაციით, ყვავილები მხოლოდ ბრენდირებულ ყუთებში იდება და კომპანია თავად წყვეტს ვარდების ფერის შეხამებასა და განლაგებას. ბრენდის სახე შორენა ბეგაშვილია.
”MonTa&Go თქვენს ნაცვლად იზრუნებს ყველა ამ პრობლემის მოგვარებაზე. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ დარეკოთ, ან მოგვწეროთ და შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი თაიგული. გააოცოთ საყვარელი ადამიანები ორიგინალური საჩუქრით”, – განაცხადა ქობულაძემ.
MonTa&Go-ს თაიგულების შეძენა მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებითაა შესაძლებელი (https://www.facebook.com/MonTaGo-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9D-1467574453459427/), თუმცა იგეგმება მაღაზიის გახსნაც.