მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში უცნობმა პირმა ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, 6 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.
გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჭრილობა თავის არეში მიიღო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავმდამსხმელი გარდაიცვალა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 