მოპედების მფლობელები ალკოჰოლის ანდა ნარკოტიკული თრობის დროს მართვის შემთხვევაში ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ავტომანქანების მძღოლები.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტ შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს.
პროექტის თანახმად, მთვრალ მდგომარეობაში მოპედის მართვა ან სიმთვრალის ტესტის ჩაბარებაზე უარის თქმა დაჯარიმდება 150 ლარით, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მართვა – 300 ლარით.
მოპედების მართვისთვის მოწმობის ქონა საჭირო არ არის, შესაბამისად, მოპედების მართვა არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარებოდა.