მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო 2022 წლის 1-ლი მარტიდან გახდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მეორე მოსმენით, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის თანხმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს უთანაბრდება და მათზე იგივე მოთხოვნები გავრცელდება, რაც ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი.
„მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.