LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეები აღდგომას აღნიშნავდნენ…პოლიციამ ისინი დააკავა – რა მოხდა ვარკეთილში (ვიდეო)

652
პოლიცია (1)

მოქალაქეები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს არღვევნენ, შსს-მ დააკავა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ პირები ვარკეთილში აღდგომას აღნიშნავდნენ. მათთან პოლიცია მივიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რომ ეს იმ შეზღუდვებს ეწინააღმდეგებოდა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედებს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები არ დაემორჩილნენ ისინი პოლიციას დაუპირისპირდნენ, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.

უწყების ცნობით, 2 პირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, ხოლო 4 ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით.

https://www.facebook.com/100019906448853/videos/pcb.525855628087981/525923148081229/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g