“მოქალაქეებმა თვითონ არ უნდა მოიძიონ და ინტერესის გამო არ უნდა გაიკეთონ ტესტირება, ეს არ არის სწორი მიდგომა“,- ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, უპირველეს ყოვლისა უმჯობესია ოჯახის ექიმთან კონსკულტაციის გავლის შემდეგ, მიზნობრივად ჩატარდეს ტესტირება.
„ტესტების მარაგები საკმარისად გვაქვს. იცით, რომ მსოფლიო ბანკის პროექტი გვეხმარება და საკმაოდ სოლიდური რესურსია გამოყოფილი ტესტების შესაძენად. პარასკევს მივიღეთ 200 000 სწრაფი ტესტი. მათი ხარისხიც გაუმჯობესდა. თავიდან ყველას უჭირდა მაღალი ხარისხის ტესტების მოწოდება, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება.
ჩვენ მაინც, დიაგნოსტიკისთვის PCR ტესტებს ვიყენებთ და ამის მარაგი ქვეყანაში საკმარისია. 400 000-ით ცოტახნის წინ შეივსო. გამომდინარე აქედან, ამ კუთხით პრობლემებს არ ველოდებით.
თუმცა მინდა ავღნიშნო, მოქალაქეებმა თვითონ არ უნდა მოიძიონ და ინტერესის გამო არ უნდა გაიკეთონ ტესტირება, ეს არ არის სწორი მიდგომა. ყველა შემთხვევაში, სჯობს, რომ ოჯახის ექიმთან გავიაროთ ეს პროცესი და ამის შემდეგ, ვისაც რეალურად დასჭირდება მიზნობრივი ტესტირება მათ ჩაიტარონ. ამისთვის ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.