LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორაგბე გიორგი ლომინაძემ პირველი ნაბიჯები გადადგა!..

176

მორაგბე გიორგი ლომინაძე, რომელიც ივლისში მომხდარ ავარიაში დაშავდა და ამ დრომდე ეტლით გადაადგილდებოდა, რამდენიმე დღის წინ კვლავ თურქეთში გაემგზავრა სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად. გიორგის თურქი ექიმები პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ამზადებდნენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მორაგბემ ამ ავტოავარიის შემდეგ პირველად გადადგა ნაბიჯები. სარეაბილიტაციო კურსი, როგორც ფოტოებიდან ჩანს, წარმატებით მიმდინარეობს. მორაგბეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!

შეგახსენებთ, რომ ივლისში, მეკო კვირიკაშვილთან ერთად, გიორგი ლომინაძე ავარიაში მოჰყვა. ორი მანქანის შეჯახებისას დაიღუპნენ მეკო კვირიკაშვილის მეუღლე და მეორე მანქანაში მსხდომი სამი ახალგაზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g