LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორაგბეებმა მოხუცებულს დაკარგული საფულე დაუბრუნეს, რომელშიც 1500 ლარი იდო (ფოტოები)

114

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში კლუბ „ლოკომოტივის“ მორაგბეების ფოტოს ავრცელებს. მისი თქმით, გუშინ ბიჭებმა დაკარგული საფულე იპოვეს, რომელშიც დიდი თანხა იდო და მისი მფლობელისთვის დაბრუნება შეძლეს.

გოგა აღნიშნავს:

„ხომ ვამბობდი, რომ თბილისში პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ?

აგერ, ამ საღამოს რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ მორაგბეებმა აბანოთუბანთან საფულე იპოვნეს, სადაც 1500 ლარი და პირადობა იდო.

მათ პატრონის მოსაძებნად საფულე პატრულს გადასცეს. მოხუცი კაცი ცოტა ხანში გამოჩნდა კიდეც და თვალებს არ უჯერებდა, რომ საკუთარი საფულე ნახა.

აი, ეს პატიოსანი ბიჭები, რომლებსაც ფოტოს გადაღება არ სურდათ და დიდი თხოვნის შემდეგ გადავუღე:

ფარნავაზ გასვიანი

დაჩი კოპაძე

ლევან დარასელია

გიორგი აფციაური

ზვიად მაისურაძე

ერიკ ღვინჯილია

დიდი მადლობა მათ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g