LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორატა დაიმტვრა: რეალის ფორვარდს ერთი თვე გაუცდება

76

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდისა და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
24 წლის ფეხბურთელი მარჯვენა ფეხზე დისკომფორტს ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მაკედონიასთან გამართულ მატჩში გრძნობდა, სადაც იგი მე-60 წუთზე შეცვალეს. ახლახან ინგლისთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში კი ცხადი გახდა, რომ ესპანელს ფორვარდს სერიოზული პრობლემა ჰქონდა. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მორატას მარჯვენა ფეხზე კუნთები აქვს დაზიანებული.

ალვარომ მიმდინარე სეზონში “რეალის” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები