ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო საჩუქრები მეტი სილამაზისთვის ფასდაკლებით და აქციით!
მათთვის ვისაც სურს, საყვარელ ადამიანს განუმეორებელი ვალენტინობის დღე აჩუქოს – კომპანია More Beauty-ს ჯადოსნური შეთავაზება და საჩუქრები აქვს. 8-დან 16 თებერვლის ჩათვლით More Beauty-ში ვალენტინობის აქციები მიმდინარეობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა სასურველი საჩუქარი შეარჩიოს როგორც More Beauty-ის შოურუმში, ისე კომპანიის ონლაინ მაღაზიაში Morebeauty.ge.
„თუ ჯერ არ იცით, რა აჩუქოთ თქვენს რჩეულს 14 თებერვალს – ჩვენი გუნდი, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, საუკეთესო საჩუქრის არჩევაში დაგეხმარებათ და სრულიად უფასო კონსულტაციას გაგიწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს შოურუმში მობრძანდებით საჩუქრის ყიდვასთან ერთად, დამატებით საჩუქრებსაც მიიღებთ სრულიად უანგაროდ. შორუმში მოთავსებული გვაქვს დოლურა, სადაც საოცარი საჩუქრები გელით…
რაც შეეხება ჩვენს ჩვენს ონლაინ პლატფორმას, Morebeauty.ge-ზე სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ სასურველ პროდუქციას. რაც მთავარია ონლაინ განვადებით სარგებლობის შესაძლებლობა გაქვთ და გადახდას იწყებთ 1 თვის შემდეგ. ჩვენთან ასევე გაყიდვაშია Gift Card-ები და საჩუქრებიც მოყვება, მას კურიერი უფასოდ მოგიტანთ ადგილზე საქართველოს ნებისმიერ წერტილში! ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი და ჩვენ შეგარჩევინებთ პერსონალურ ნაკრებს, რომელიც მის გულს მოიგებს!“, – აცხადებენ კომპანია More Beauty-ში.
More Beauty-ის შესახებ
შეგახსენებთ, „მეტი სილამაზე მეტი კომპლიმენტისთვის“ – ამ იდეით, კომპანიამ More Beauty, ევროპის ყველაზე სანდო ბრენდების პროდუქცია ერთ სივრცეში მოაქცია. როგორც თავად კომპანიაში აღნიშნავენ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინოვაციური მიდგომებით შექმნილ პროდუქტებს Morebeauty.ge სახლიდან გაუსვლელად, ათიათასობით მომხმარებელს უკვე რამდენიმე თვეა სთავაზობს. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მაღალი, ევროპული ხარისხის პროდუქტისა და სერვისის სტანდარტების დანერგვა.
კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილია შვეიცარიული, იტალიური, სამხრეთ კორეული და ფრანგული ბრენდები:
სახის კანის პროფესიონალური მოვლა – HQ Cosmetique
თმის მოსაშორებელი IPL აპარატი – Touch Beauty
კანის სამკურნალო ხაზი Dr. Deep
თმის პროფესიონალური მოვლის ხაზი – Pura Kosmetica
თმის ელექტრო აპარატები – Saint Algue
მამაკაცის წვერისა და თმის მოვლის ხაზი – The Barb Xpert
ეს ბრენდები აერთიანებს სახის მოვლის საშუალებებსა და სხვადასხვა აპარატებს, თმის პროფესიონალურ აქსესუარებსა და შამპუნებს, ელექტროსავარცხლებს, მამაკაცის თმის, წვერის მოვლის, მანიკიურ-პედიკიურის კომპლექტებს. ყველა პროდუქტს აქვს საერთაშორისო გარანტია, ხოლო მთელ მსოფლიოში ფიქსირებული ფასები, ადგილობრივი ბაზრის გათვალისწინებით, საქართველოში კიდევ უფრო დაბალია. ასევე, მოქმედებს 0%-იანი განვადება.
More Beauty ორიენტირებულია მომხმარებელთა ძირითად მოთხოვნილებაზე – იყვნენ ბუნებრივად ლამაზები, ჰქონდეთ ჯანმრთელი სახის კანი და ჯანსაღი თმა, ოპერაციული ჩარევებისა, თუ სხვა გავრცელებული მოკლევადიანი მანიპულაციების გარეშე.