LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორგან უოლენმა ახალი დისკი და ტურნე დააანონსა

125
Morgan-Wallen-Releases-New-Singl

მორგან უოლენი ახალ დისკს გამოუშვებს და მის მხარდასაჭერ ამერიკულ ტურნეს გამართავს. არტისტის მეოთხე სტუდიური ალბომის – I’m the Problem გამოსვლის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. მუსიკოსის თქმით, ის მასზე ისევ მუშაობს.

ახლახან, მომღერალმა მომავალი მუსიკალური პროექტის მეოთხე სინგლი – I’m the Problem წარადგინა. სიმღერის რელიზი 31 იანვარს შედგა და სადებიუტო კვირაში, ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” მეორე ადგილზე მოექცა.

ტრეკები – Lies Lies Lies, Love Somebody და Smile, რომლებიც უოლენმა შარშან გამოუშვა, ლონგფლეის ნაწილი იქნება.

,,ბილბორდის ცხელ ასეულში” Shaboozey-ის ჰიტის A Bar Song (Tipsy) ჰეგემონია მორგან უოლენის უახლესმა სინგლმა დაასრულა

ცნობისთვის, მორგან უოლენმა ,,გრემის” ნომინაციები წელს პირველად მიიღო. მისი მუსიკალური კარიერა სტარტს 2014 წლიდან იღებს, როცა The Voice-ის მეექვსე სეზონში გამოჩნდა. უოლენი ფართო აუდიტორიის ყურადღების ქვეშ, 2023 წლის სინგლით – Last Night მოექცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები