უახლოეს მომავალში “ფაიზერის” შემდეგ “მოდერნა” გახდება მეორე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენებს.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია – ცოტა ხნის წინ ევროპის წამლის სააგენტომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.
შესაბამისად, ევროპის 27 ქვეყანას საშუალება ეძლევა, “ფაიზერის” ვაქცინის პარალელურად, ვაქცინაციის პროცესში ჩართოს ამერიკული “მოდერნაც.
“მოდერნას” ვაქცინის გამოყენება უკვე დაშვებულია სამ ქვეყანაში. კანადას და აშშ-ს გუშინ ისრაელიც შეუერთდა, რომელიც ვაქცინის 6 მილიონ დოზას უკვე ელოდება.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ამ დრომდე მასშტაბური ვაქცინაციის პროცესი “ფაიზარისა” და “ბიოენტეკის” ერთობლივი ვაქცინით მიმდინარეობდა.