ლანა დელ რეიმ ახალი სიმღერა გამოუშვა სახელწოდებით „Music to Watch Boys To“. ამერიკელი მომღერლის ახალი ნამუშევარი გაყიდვაში 11 სექტემბრიდან გამოვა. ამ დროისთვის უცნობია, გახდება თუ არა სიახლე ოფიციალური სინგლი ან პრომო-თრექი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლანა დელ რეიმ სინგლი „High by the Beach“ გამოუშვა, რომელმაც Billboard Hot 100-ის 51-ე პოზიციამდე ასვლა შეძლო. რაც შეეხება მის ახალ ალბომს „Honeymoon“, დისკი გაყიდვაში 18 სექტემბერს გამოვა.