LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორის ყვითელაშვილმა საერთაშორისო ტურნირი მოიგო

44738828_293169027990579_5262161075207532335_n

ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი, ფიგურულ ციგურაობაში, საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მან მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში 220.73 ქულა დააგროვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. 179.50 ქულით მეოთხე ადგილზე ირაკლი მაისურაძე გავიდა. ახალგაზრდებს შორის წარმატება მოიპოვა ალინა ურუშაძემ, მან მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, სტამბოლმა ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრში მონაწილეობა 24 ქვეყნის 105-მა მოციგურავემ მიიღო. მათ შორის სამი ქართველი სპორტსმენი იყო. სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა და ირაკლი მაისურაძემ იასპარეზეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები