მორსი – კენკრის, ხილის წვენის, ბოსტნეულის წვენის, წყლის, შაქრის ან თაფლისგან მომზადებული სასმელია. ის, არა მხოლოდ წყურვილის გრძნობას კლავს და ვიტამინებით არის მდიდარი, არამედ სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ყველაზე სასარგებლო მორსი წითელი და შავი მოცვისგან მზადდება.
მოცვის მორსს ორგანიზმიდან შლაკები გამოაქვს, ააქტიურებს ანტიმჟანგავების გამომუშავებას, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს ამცირებს. წითელი და შავი მოცვის მორსს გაციებისა და ქრონიკული გადაღლილობის დროს სვამენ. ის სიცხეს დაბლა სწევს და ნებისმიერი წამლის მოქმედებას აძლიერებს. ზოგადად, ეს სასმელი, ყველა ინფექციისა და დაავადების პროფილაქტიკის უებარი საშუალებაა.
კალიუმისა და კალციუმის ნაკლებობა ხელს უწყობს სისხლის წნევის მომატებას, ამიტომ აუცილებელია ამ მიკროელემენტებით მდიდარი საკვები მიირთვათ, როგორიცაა: კარტოფილი, ლობიო, ბარდა, თევზი, ჭარხალი, ჭერამი, შავი ქლიავი, მოცხარი, ატამი, გარგარი, მცირე რაოდენობით ქათმის ხორცი, წიწიბურა, სტაფილო, ყაბაყი, გოგრა და ფორთოხალი, და რა თქმა უნდა მორსი