LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსახლეობას არც წყალი აქვს, არც ინტერნეტი და არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობა ეიფორიულია“ – CNN ქალაქ ხერსონიდან კადრებს ავრცელებს

58
BeFunky-collage (1)

ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები 8 თვის მანძილზე რუსეთის სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ პარასკევს, ქალაქში უკრაინული ძალები შევიდნენ და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, რომლის გადამღები ჯგუფი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა.

“ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ, ხერსონელები ელოდებოდნენ, არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

როგორც ადგილობრივები ამბობენ, როდესაც ომის დასაწყისში რუსული ჯარები ხერსონში შევიდნენ და ქალაქი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, ხალხი წაიყვანეს, აწამეს, ბევრი გაუჩინარდა.

„აქ უამრავი ადამიანი დაიღუპა. უბრალოდ, ჯერ კიდევ არ ვიცით“, – ამბობს ერთ – ერთი მოქალაქე.

კორესპონდენტის თქმით, „მოსახლეობას არც წყალი აქვს, არც ინტერნეტი და არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობა ეიფორიულია”.

 

 

ტელეკომპანიის სიუჟეტში ჩანს ხერსონის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც მღერიან სახელმწიფო ჰიმნს, ისმის შეძახილები – დიდება უკრაინას.

საქართველოს პრეზიდენტი: მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას.. ქართველი ხალხი ხარობს თქვენთან ერთად

რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. 11 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ანექსიისგან გათავისუფლებულ ხერსონში იმყოფებიან.

8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის ჯარს ოვაციებით დახვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g