LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსახლეობას პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს… არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება” – ღარიბაშვილი

155
ირაკლი ღარიბაშვილი4-4

პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე სურსათის პროდუქციის მაღალ ფასებზე ისაუბრა და პროდუქციის იმპორტიორები გააკრიტიკა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც  მიუღებელია.

“რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქციის ფასების შესწავლა. მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად და გონივრული მარჟებით მუშაობდნენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი. მინდა საზოგადოებას წარმოვუდგინო პირველადი მოკვლევის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და მაგალითად ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია 50%, 70%, 60%, 80%-იანი ფასნამატი, ამას ემატება საცალო ფასნამატი მინიმუმ 20-25% და გამოდის ჩვენს მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

“არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი – ღარიბაშვილი მინისტრებს მოუწოდებს, ნავთობის იმპორტიორები დაიბარონ

ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. მინდა დავავალო მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით”, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა მაგალითად მედიკამენტების ბაზარზე არსებული სიტუაცია მოიყვანა და აღნიშნა, რომ რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ წამლების ფასი 70-80%-ით შემცირდა.

"უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა".

“ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ამხელა მოგებით მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები და გვახსოვს რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, როცა ეს თემა გავხსენით და შედეგიც სახეზე იყოს. გავხსენით თურქეთის ბაზარი და დავაწესეთ რეფერენტული ფასები, რამაც მედიკამენტების ფასი 70-80%-ით შეამცირა. ჯამში ჩვენმა ხალხმა 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა.

ამიტომ მე აქ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ. სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან და საჭიროა მათთან საუბარი. დიდი იმედი მაქვს, ამ მოწოდებას და მიმართავს ანგარიშს გაუწევენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის  არასწორი საქციელი. რაც არის გონივრული პროცენტები და მარჟები, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს დარეგულირებული”, – თქვა პრემიერმა.

რა გაძვირდა და რა გაიაფდა – იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g