LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 81% სრულად ვაქცინირებულია – ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნა

132
1

დანია გახდა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნა

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან დანიაში უქმდება ყველა აკრძალვა, რომელიც პანდემიის გამო იყო დაწესებული.

შემსუბუქებულ ზომებს შორის არის პირბადეების ტარების მოთხოვნის გაუქმება და გარკვეულ დაწესებულებებში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის ვალდებულება.

ქვეყანაში კოვიდშეზღუდვების მოხსნა ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში, სადაც 5,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს , მოსახლეობის 81 %, სრულად არის აცრილი.

დღეიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g