გუმათში აქციის მონაწილეებმა მოსალოდნელი პროვოკაციების გამო ქუთაისში გადაინაცვლეს. როგორც საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, არსებობს საფრთხე, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები შეხვდნენ ერთმანეთს და მოხდეს პროვოკაციები.
მისივე თქმით, პოლიცია ამ სცენარის შესახებ ინფირმირებულია, თუმცა არ აჩვენებს მზაობას, განმუტხოს დაპირისპირება.
ცნობისთვის, გუმათში დილიდან იმყოფება “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი გუმათში ჩავიდნენ არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არამედ როგორც რიგითი ქართველები.
რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროტესტის შესაერთებლად თბილისიდან სამი ავტობუსით მიდის დომენიკ მანგო, რომელიც თავის თავს აქტივისტად მიიჩნევს.
სწორედ ამის შემდეგ გოლეთიანმა დააანოსნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება დაიწყებოდა, ისინი სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლებდნენ.
“ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არა გვაქვს. თუკი აქ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები მოვლენ და დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ან პოლიციას, ჩვენ ვინც აქ ვდგავართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში”, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
ცნობისთვის, ანალიტიკოსმა ვლადიმერ ბოჟაძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციის დასაფინანსებლად რუსეთიდან ბიზნესმენი მოავლინეს.
აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი მირზა ნოზაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა დახმარება ნამდვილად შესთავაზათ, თუმცა უარი უთხრეს.
