LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელი საკანონმდლებლო ცვლილებები ავტომანქანების ფასებზე არ ასახულა

94

როგორ აისახება ავტომობილების ფასებზე შსს-ს ახალი კანონპროექტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ”ფორტუნას” ავტობაზრობა ”ავტოპაპას” მარკეტინგის მენეჯერმა სტელა ამანდაროვამ განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ავტობაზრობაზე არანაირი ცვლილება არ შეინიშნება. როგორც ამანდაროვამ განამარტა, ამის მიზეზი არის ის, რომ ჯერ საბაზრო დღეები არ არის.

”ამ ეტაპზე ჩვენთან ცვლილებები არ შეინიშნება. კლიენტების რაოდენობა იგივეა, რაც წინა პერიოდში იყო. არც ავტომობილის ფასებზე ასახულა ის სიახლე, რომელიც შსს-მ დაანონსა. ალბათ, ამ შაბათ-კვირას უკვე გამოჩნდება და გავიგებთ, გაძვირდება თუ არა ავტომობილები”, – განუცხადა ”ფორტუნას” ავტობაზრობა ”ავტოპაპას” მარკეტინგის მენეჯერმა სტელა ამანდარ.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც შს სამინისტრომ შეიმუშავა, 2016 წლის მარტიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g