LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი“ – გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების გამო, მოსახლეობას აფრთხილებს

219
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 იანვარის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და მოსახლეობას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

🌨 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on Friday 17 January 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g