LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ნისლი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

271
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები იქნება შენარჩუნებული:

„ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g