LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

153
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი ზოგან თოვლი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები