LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

288
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე საშუალო]“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g