LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსალოდნელია, რომ საქართველოზე გეოპოლიტიკური შანტაჟი იქნება: ასლან ბჟანია, რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

198
ობიექტებიknflskdnv

რუსეთის ფედერაციაში, ოკუპირებული აფხაზეთის ”პრეზიდენტი” ასლან ბჟანია ”სამუშაო ვიზიტით” გაემგზავრა. – ინფორმაცია დე ფაქტო ლიდერის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ბჟანია მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციის და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ალხას ჩოლოკუამ განაცხადა.

შეხვედრებზე ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ბჟანია-პუტინის მოლაპარაკებებსა და შეხვედრების შედეგად მოსალოდნელი სტრატეგის შესახებ ფორტუნასთან სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა:

”ბჟანია პირველად არ მიდის რუსეთში. როცა მთიან ყარაბაღში დაიდო შეთანხმება, ის მეორე დღესვე გაფრინდა მოსკოვში და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 4 დეკმბერს მან ე.წ. უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც ჩამოყალიბებულია ე.წ. აფხაზეთის საგარეო უსაფრთხოების ძირითადი პრიორიტეტები რეგიონალურ დონეზეც კი. როგორც ჩანს, მთიან ყარაბაღის მოვლენების შემდეგ სერიოზული ურთიერთობები იგეგმება. განსაკუთრებით, ე.წ აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციას შორის, . სავარაუდოდ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება.

როგორც მოგეხსენებათ, მთიანი ყარაბაღის ომმა მრავალ ტენდენციებს დაუდო საფუძველი. შეიძლება რუსეთმა, თვითმარქვია აფხაზეთი რეგიონალური უსაფრთხოების მოდელში ჩართოს.  სამწუხაროდ, ჩვენთვის უსარგებლოდ.

არ არის გამორიცხული, რომ საკითხი აფხაზეთის რკინიგზის საქმის პერსპექტივაზე დაისვას და როგორც ე.წ აფხაზეთი ჩართონ, დიდი ჩრდილო- სამხრეთის სატრანზიტო სტრატეგიული კორიდორის განვითარების საქმეში, რომელიც რუსეთს პორტებამდე დააკავშირებს და ამ პორტების მეშვეობით, რუსეთი შეიძლება ჩინეთის ყველაზე მძლავრ და ერთ მილიარდ დოლარად შეფასებულ საზღვაო კომუნიკაციურ პროექტზე გავიდეს. სავარაუდოდ, ეს იქნება განხილული.

მოსალოდნელია, რომ საქართელოზე გეოპოლიტიკური შანტაჟი იქნება მოტივით – ‘ჩვენ აფხაზეთი ჩავრთეთ ასეთ დიდ პროექტში და ახლა ჯერი თქვენზეა”. რკინიგზის გახსნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის კრემლის მანიპულაცია, გეოპოლიტიკური შანტაჟი და შესაბამისად, იმის წარმოჩენა, რომ საქართველო ეროვნული უსაფრთხოების ჩიხშია.

ვახტანგ მაისაიას სიტყვებით “კრემლისგან ყველაფერია მოსალოდნელი. განსაკუთრებით, მთიან ყარაბაღში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. საინტერესო მომენტია. რუსეთი უკვე აპირებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სირიის ხნეინის სამხედრო საჰაერო ბაზის გახსნას. ეს უკვე ნიშნავს რომ ისინი ქმნიან სამხედრო ბაზას. აქედან, გასაგებია რომ რუსეთი თავისი კუთხიდან გამომდინარე, სატრანზიტო კორიდორს მთლიანად გააკონტროლებს.”

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში, სადაც ამჟამად, პოლიტიკური გადაწყვეტილების ცენტრი ფაქტობრივად, პარალიზებულია,  უსაფრთხოების ჩიხი იქმნება.

ფაქტობრივად, მთავარი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებებს შორის საინფორმაციო ომია. 2011 წლის შემდეგ, საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არ განახლებულა. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის კონცეფციაზე საუბარი ზედმეტია.

– ამბობს მაისაია ფორტუნასთან საუბრისას და ამატებს, რომ კონცეპტუალური დოკუმენტები, რომელიც განსაზღვრავენ ჩვენი უსაფრთხოების ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ მიმართულებებს, მისივე სიტყვებით “ნულზეა დაყვანილი” და ამატებს  ” ჩვენ ვგავართ გემს, რომელიც მიდის ოკეანის დიდ ტალღებში და მართვის ცენტრი არის პარალიზებული.”

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასა და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაცაა ნახსენები. არ აღიარებულმა პრეზიდენტმა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების განკარგულებას ხელი მოაწერა.

mazda magti 5g