LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი და ყინვა“ – როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი საქართველოში

573
Untitled design (2)

საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 22 ნოემბრიდან ქვეყანაში შედარებით გამოიდარებს.

„ამჟამად დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში წვიმს, ცალკეულ მაღალმთიან რაიონებში წვიმა თოვლშია გადასული. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, იქრობს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც საღამოს საათებში ჩადგება, ღამით კი გამოიდარებს.

აღნიშნული ამინდი განპირობებული იყო შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი ჰაერის მასებით, რის გამოც ამ საღამოს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაიკლებს – დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია +5 +8 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში -3 გრადუსი ყინვა – 0 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია -7, -2 გრადუსი ყინვა.

უარყოფითი ტემპერატურა ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში. მთიან რაიონებში -5,-6 გრადუსი ყინვა იქნება, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია -8, -3 გრადუსი ყინვა.

თბილისსა და კახეთში ღამით მინიმალური ტემპერატურა +4, +6 გრადუსი იქნება.

18 ნოემბრიდან მოსალოდნელია დროებით გამოიდაროს, უმეტესად, უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +19 +21 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი +10 +15 გრადუსი სითბო იქნება.

არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება – 19 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ამინდის კვლავ გაუარესება და წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი.

20-21 ნოემბერს ქვეყანაში ცივი მასების შემოსვლა დაემატება, კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვა და ჰაერის ტემპერატურის დაკლება.

22 ნოემბრიდან შედარებით გამოიდარებს და შესაძლებელია თვის ბოლომდე ასეთი არამდგრადი ამინდი არ აღინიშნოს“, – განუცხადა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g