LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დავით გედენიძე სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლა

167
Capture

დავით გედენიძე, რომელიც ადმინისტრაციული წესით დეკემბერში დააკავეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლა.

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ დავით გედენიძემ განაცხადა, რომ ის მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, უბრალოდ მოწმეების დაკითხვა იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და იმდენად უაზრო ასე ვთქვათ, ილაპარაკეს, რომ მოსამართლემ მიიღო მართლაც, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან არაფერი მსგავსი მე არ გამიკეთებია, რასაც მოწმეები იძახდნენ. ამიტომ, რა ვიცი, კმაყოფილი ვარ ძალიან.

არ ველოდი, მაგრამ, როგორც მე გამასამართლეს, ისე უნდა იყვნენ სხვებიც, რადგან, როგორც არის ჩემი ძმა (გუშინწინ დააკავეს), მასაც რაღაცებს აბრალებდნენ, მაგრამ მოვა დრო და გამოვლენ და ეს მოსამართლეები, როგორც დღეს, ისე სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამის მერე“, – განაცხადა გედენიძემ სასამართლო პროცესის TV პირველთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g