LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები პატიმრობაში დატოვა

94
272329195-252731293545127-5905595238415602193-n

23 იანვარს არასრუწლოვან შშმ ბიჭის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ნუგზარ ბაქრაძე და კახაბერ ბაკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებით მათ ბრალი არ დამტკიცებიათ – მომავალ სასამართლო სხდომამდე ეს აღკვეთის ღონისძიების ფორმაა.

„ვინაიდან პოლიციის მუნდირიც ვერ გახდა ბრალდებულების ქცევის შემაკავებელი გარანტი, ამ შემთხვევაში პატიმრობაზე ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება მათი ქცევის მაკონტროლებელი“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოწმეები და დაკავებულებიც ადასტურებენ, რომ აღნიშნული პოლიციელები შემთხვევის დღეს ნამდვილად მეტროსადგურ „ისანში“ მუშაობდნენ, დაკავებულები ბრალს მაინც არ აღიარებენ.

შშმ არასრულწლოვანს ინსპექტორმა ბაქრაძემ დედა შეაგინა და სცემა: პროკურორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g