LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსამართლეს დარბაზიდან შეუძლია გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, ამის არაერთი სამართლებრივი საშუალება აქვს“ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი

214
2025-08-04_01-57-51_578704

მოსამართლეს დარბაზიდან შეუძლია გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, ამის არაერთი სამართლებრივი საშუალება აქვს, – აღნიშნულის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „დროება“ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეს შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნია, რადგან არ აქვს ჩაბარებული გამოცდები.

„მოსამართლეს დარბაზიდან შეუძლია გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, ამის არაერთი სამართლებრივი საშუალება აქვს… ამ პროცესის კიდევ ერთი უბედურებაა – ველაპარაკები მოსამართლეს, რომელსაც არ აქვს სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია. დამოუკიდებლობაზე აღარც ვსაუბრობთ. მას არ აქვს ჩაბარებული გამოცდები. მიჩნდება განცდა, რომ მას არ ესმის, რაზეც ვესაუბრები“, – ამბობს ადვოკატი.

ინფორმაციისთვის, მზია ამაღლობელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს.

გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

მზია ამაღლობელის საქმეზე ვრცლად წაიკითხავთ:

გრიგოლ ბესელია: „შევესწარი, რომ მზია ამაღლობელი მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე, აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“, თუმცა მაინც მიაკრა“

ნონა ქურდოვანიძე: „მზია ამაღლობელს ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს – მის მიმართ უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“

„ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის!“ – მზია ამაღლობელი გამომძიებელს

მაია მწარიაშვილი: „ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია არის უდანაშაულო! – ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“

„პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება – მოვუწოდებ ბიზნესს, აიღოს პასუხისმგებლობა კრიტიკული მედიის გადარჩენაზე და მივმართავ ცივილურ სამყაროს, ნუ დაგვტოვებს ავტორიტარულ რეჟიმთან მარტო“ – მზია ამაღლობელი

კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

„ეს არის მორიგი უკანონო და რეპრესიული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება“ – საია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ადვოკატი თამარ კორძაია მოსამართლეს: „მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ იმსახურებს“

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“ – 200-ზე მეტი ჟურნალისტი, მედია და უფლებადამცველი განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის უპრეცედენტო დევნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g