LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტია, როდის, რა საკითხზე ჩაატარონ კონფერენცია, პარლამენტი ამ საკითხში ვერ ჩაერევა: შალვა პაპუაშვილი

49
შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტია, როდის, რა საკითხზე ჩაატარებენ კონფერენციას და ამ საკითხში საქარველოს პარლამენტი ვერ ჩაერევა.

რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით გაწერილ ვადებში რეფორმას განახორციელებენ.

„ვხედავთ, რომ ოპონენტები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორი, როდესაც ისინი თავად მოსამართლეებს მოუწოდებენ, გადადონ კონფერენცია, ამით აღიარებენ, რომ სხვა მექანიზმი არ არსებობს. საქარველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ამ საკითხში ვერ ჩაერევა, ეს არის მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო და მათი გადასაწყვეტია, როდის და რა საკითხზე ჩაატარონ კონფერენცია.

რაც შეეხება პარლამენტის და პარტიების ვალდებულებებს, არსებობს 19 აპრილის შეთანხმებაში ნაწილი, რომელიც ეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ჩვენ ამ რეფორმას იმ ფარგლებში და იმ ვადებში, რომელიც არის გაწერილი, რა თქმა უნდა განვახორციელებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე უნდა აირჩიონ.

ხელმომწერი ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის შეჩერებას მოითხოვენ

მნიშვნელოვანია, არამოსამართლე წევრების შერჩევა არ გადაიქცეს მხოლოდ პოლიტიკოსთა შეთანხმების პროცესად – ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

გადავწყვიტე, პროტესტის ნიშნად, მონაწილეობა აღარ მივიღო მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესში: ნაზი ჯანეზაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g