LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსავალი უხვია: წელს ქართული თხილის ფასი 3-6 ლარის ფარგლებში მერყეობს

67
hazelnut-harvest-fall

თხილის მიღება-გადამუშავების პროცესი საწარმოებში აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელოს რეგიონში თხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო. დღეისათვის, ფერმერებისგან თხილის მიღება-გადამუშავების პროცესი საწარმოებში აქტიურად მიმდინარეობს.

„ბოლო წლებში, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის, მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების, გადამმუშავებელ და შემნახველ  საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა და ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტის, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოები, რაც ეხმარება ადგილობრივ ფერმერებს მოწეული მოსავლის დაბინავება-რეალიზებაში. ამავდროულად, წარმოების სრულ ჯაჭვში   თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება, უზრუნველყოფს მოსავლის ხარისხის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თხილის, როგორც ბრენდის დამკვიდრებას. თხილის წარმოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე თხილის გადამმუშავებელი საწარმოს  „ნათს ელი“ მუშაობის პროცესს გაეცნო. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. განხორციელებული ინვესტიცია 1,5 მლნ ლარს შეადგენს.

ყოველწლიურად, „ნათს ელი“ ადგილობრივი ფერმერებისგან  საშუალოდ, 4-5 ათას ტონამდე თხილის იბარებს და ამუშავებს. საწარმო მოიცავს წარმოების სრულ ციკლს, რაც თხილის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საწარმოში 70 ადგილობრივია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ წელს თხილის საკმაოდ უხვი მოსავალია და ხარისხის შესაბამისად, მისი ფასი 3-6 ლარის ფარგლებში მერყეობს. გადამუშავებული პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g