მოშიმშილე სტუდენტებს თსუ-ში ამ წუთებში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე მოადგილესთან ერთად ხვდება. სტუდენტები უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სასწავლებელში არსებობს ინფრასტრუქტურული ხარვეზები, პრობლემებია სასწავლო პროცესსა და მენეჯმენტში, თუმცა, უამრავი დაპირების მიუხედავად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელები მათი პრობლემების გადასაჭრელად ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ.
უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ კი სტუდენტებს დღეს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტონ და დიალოგით სცადონ პრობლემების მოგვარება.